გოგი მეშველიანი: დაე, აღდგომის რწმენამ გაგვაძლიეროს, მშვიდობა და ერთიანობა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში
დაესწრო.
საზეიმო წირვა ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში,მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმასამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან ერთად იმყოფებოდა.
„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს -სიკეთის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, იმედის სიმბოლოს.გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ბევრ სიხარულს, ჯანმრთელობას, გამარჯვებას. დაე , აღდგომის რწმენამ გაგვაძლიეროს, მშვიდობა და ერთიანობა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა აზერბაიჯანელმა მეგობრებმა გაიზიარეს ჩვენი სიხარული და ერთად დავესწარით ღვთისმსახურებას”,– განაცხადა გოგი მეშველიანმა.