ლევან ნიკოლეიშვილი აქციის მონაწილეებზე: ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!
“ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?!”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ვიდეოს გუშინდელი აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან წითელი კვერცხების მირტყმის დროს ტექსტს „სად მიდიხარ – ევროპაში“ ამბობენ.
„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სიხარულით ეგებება ქრისტიანული სამყარო! ქრისტე აღსდგა! -ულოცავენ მართლმადიდებლები ერთმანეთს! ჭეშმარიტად აღსდგა! – ისმის პასუხად. ერთმანეთის წითელ კვერცხებს უჭახუნებენ და … რა ევროპაში, რა რუსეთში, ამერიკას თუ ავსტრალიაში… ყველაფრის გაშარჟება და გაუკუღმართება შეიძლება?! არც დედასგან, არც მამისგან, არც ბებია-ბაბუას არ უსწავლებიათ არაფერი და არც შენ გაგიგია არავისგან? თუ არ გინდა ისწავლო?! დავიჯერო სხვა პლანეტიდან ჩამოვიდა ეს ხალხი?!”, – წერს ნიკოლეიშვილი.