დავით მათიკაშვილი: კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა
“კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა და ყველა არალეგალური ქმედება იქნება სათანადოდ შეფასებული და მიღებული იქნება სათანადო ზომები”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„კეზერაშვილმა ჯერ საქართველოში თავდაცვის სამინისტრო გაძარცვა, შემდეგ ევროპაში პენსიონერებს ძარცვავს და დღეს საქართველოში რევოლუციების მოწყობა უნდა. რა თქმა უნდა სურვილები მას დიდი აქვს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს, თუმცა კარგად უნდა იცოდეს კეზერაშვილმაც და ყველა რადიკალმაც, რომ კანონი თავის სიმაღლეზეა და ყველა არალეგალური ქმედება იქნება სათანადოდ შეფასებული და მიღებული იქნება სათანადო ზომები“, – აცხადებს მათიკაშვილი.