გია აბაშიძე: შემირცხვენია ყველა ვითომ “პროდასავლელი”
“ამ ბრწყინვალე დღესასწაულზეც გვიწევს ვამხილოთ უსამშობლო, ანტიეკლესიური ავსულები, რომლებიც ძალიან ფუჭად ებრძვიან ჩვენს უძვირვირფასეს რწმენასა და ფასეულობებს”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ფეისბუქ სტატუსის შესახებ, სადაც ლომჯარია ქრისტეს აღდგომას გვილოცავს და ლგბტ დროშის ფერებში შეღებილ სააღდგომო კვერცხის ფოტოს აქვეყნებს. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მრავალფეროვნება, ერთობა საქართველოს ნამდვილად არ ესწავლება ანგარებიანი ევრომადიდებლებისგან.
“ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! მართლმადიდებელნო, ამ ბრწყინვალე დღესასწაულზეც გვიწევს ვამხილოთ უსამშობლო, ანტიეკლესიური ავსულები, რომლებიც ძალიან ფუჭად ებრძვიან ჩვენს უძვირვირფასეს რწმენასა და ფასეულობებს. სიბრალული კი არა და შემირცხვენია ყველა ის ვითომ smart, ვითომ “პროდასავლელი”, რომელიც არარაობა ნინო ლომჯარიას მსგავსად, ქრისტიანობას შეურაცხყოფს, ამისთვის “30 ვერცხლს” იღებს და აგენტოკრატიის დაკრულზე კი, უტვინოები ვითომ “საერთო-სახალხო პროტესტში” მონაწილეობენ. ცხოვრებისგან უზომოდ დაჩაგრულმა ამ კომპლექსიანმა ლომჯარიამ ეს მკრეხელობა წაშალა, თუმცა ‘სქრინები’ შენახულია. არ მსურს იმ გაუბედურებული ახალგაზრდების ვიზუალური ჩვენება, რომლებიც სააღდგომო კვერცხების ერთმანეთზე დარტყმისას, ‘ქრისტე აღდგას’ არ ამბობენ და ‘წინ ევროპისკენ’ ჩაანაცვლეს. ამგვარი ტოტალურად უვიცი ქაჯები გაგნებაშიც კი არ არიან თუ რა ფასეულობებზე დაყრდნობით შეიქმნა ევროკავშირი. ნებისმიერ ასეთ არსებას გავეჯიბრებით ტოლერანტობაში. მაგალითად ჩემთვის, უდიდესი პატივია, როცა ჩემი მუსლიმი თანამემამულე რამადანის დროს, იფტარზე მიმიწვევს და ინახადაც მყოფნი არა მხოლოდ რწმენაზე სხვადასხვა მიდგომით, არამედ საერთო ღირებულებებზე, ცხოვრებისეულ საკითხებზე ლაღად ვსაუბრობთ. მრავალფეროვნება, ერთობა საქართველოს ნამდვილად არ ესწავლება ჭკუათხელი, ანგარებიანი ევრომადიდებლებისგან. გვფარავს და გვარავდეს დედა ღვთისმშობელი, ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!”, -წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.