თამთა მეგრელიშვილი: ლგბტ აქტივისტმა სუბელიანმა სააღდგომო საგალობელი წაბილწა

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს გუშინდელი აქციიდან, სადაც აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძართან შეიკრიბნენ.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ამ ახალგაზრდებმა სარწმუნოება ერთობით ჩაანაცვლეს! ლგბტ აქტივისტმა სუბელიანმა სააღდგომო საგალობელი წაბილწა! სიტყვები “ქრისტე აღსდგა! რომელიც მთელ სამყაროს იტევს და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებაა, დაივიწყეს და მას შინაარსი შეუცვალეს.
მეგრელიშვილი წერს, რომ რა მიზნითაც არ უნდა იდგე გარეთ, ზემოთნახსენებ ფასეულობათა იგნორირება  არსობრივად არასწორია და ქართული საზოგადოების ისტორიულ და კულტურულ კოდს შლის.
“კარგად გადამზადებული პოლიტიკური შინაარსით მოქმედი ახალგაზრდები დგანან გარეთ, მაშინ, როცა იგივე დროს მათთვის დავალებების მიმცემნი სავახშმოდ რესტორნებს სტუმრობენ და განიხილავენ საკითხს – წინასწარ დაგეგმილ გეგმას სწორად მიჰყვებიან თუ არა მათ დაძახილზე ქუჩაში გამოსული ბავშვები. ქუჩაში დგომა და უმართავი ქმედებები ეს ერთი ტრაგედიაა, რომ არა მათი მხრიდან უარესი, ამ ახალგაზრდებმა სარწმუნოება ერთობით ჩაანაცვლეს! ლგბტ აქტივისტმა სუბელიანმა სააღდგომო საგალობელი წაბილწა! სიტყვები “ქრისტე აღსდგა! რომელიც მთელ სამყაროს იტევს და სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებაა დაივიწყეს და მას შინაარსი შეუცვალეს.
რა მიზნითაც არ უნდა იდგე გარეთ, ზემოთნახსენებ ფასეულობათა იგნორირება  არსობრივად არასწორია და ქართული საზოგადოების ისტორიულ და კულტურულ კოდს შლის. ამ კოდის წაშლის შემდეგ  უკვე სხვა დანარჩენი ძალიან მარტივია”,– წერს თამთა მეგრელიშვილი.
ასევე იხილეთ