რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს
უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვია.
დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები. ორ ადგილას, დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა ხანძარიც. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებულნი.