ანტონიო გუტერეში ისრაელის მთავრობასა და „ჰამასის“ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, დამატებითი ძალისხმევა გამოიყენონ შეთანხმების მისაღწევად

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელის მთავრობასა და „ჰამასის“ ხელმძღვანელობას მოუწოდებს, დამატებითი ძალისხმევა გამოიყენონ შეთანხმების მისაღწევად და ტანჯვის შესაჩერებლად.

გაეროს გენერალური მდივანი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რაფაჰში ფართომასშტაბური სამხედრო ოპერაცია შესაძლოა გარდაუვალი გახდეს.

„ჩვენ უკვე ვხედავთ ხალხის მოძრაობას. ბევრი მათგანი სასოწარკვეთილ ჰუმანიტარულ მდგომარეობაშია. ისინი ეძებენ უსაფრთხოებას, რომელიც ბევრჯერ იქნა უარყოფილი“, – აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ასევე იხილეთ