დავით ქართველიშვილი საპროტესტო აქციებზე: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან“ ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა“ თავისი „ქოუჩების“ მითითებებით,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პერფორმანსების ჩამონათვალს აკეთებს.

ქართველიშვილი სვამს კითხვას –  „განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან” ბრძოლა?“ და შემდეგ თავადვე პასუხობს „არასგზით!“

„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა“ თავისი „ქოუჩების“ მითითებებით:

ილიას ტრიადა გააფართოვეს და ერთობის შემდეგ, სარწმუნოება ისევ დააბრუნეს;

გარდამოხსნას ემთხვეოდნენ ევროკავშირის დროშაში გახვეულები;

სააღდგომო კვერცხებს სახალისო „ჭკუამახვილობით“ უბრახუნებდნენ ერთმანეთს;

საგალობლების ქავერებს გვთავაზობდნენ;

წმინდა გიორგი ცხენიდან მოპედზე გადმოსვეს და ჩაფხუტი დაახურეს;

პატრიარქს „საზეიმოდ“ აგინეს.

თვალწინ დამიდგა ეს კლასიკური, ფსიქიატრების მიერ, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ გმირისთვის ანამნეზის დადგენის სცენა, რა თქმა უნდა მცირეოდენი პარაფრაზით:

– მაშ „რუსულ კანონთან“ ბრძოლის მიზნით, თქვენ მიმართეთ შემდეგ ზომებს – გულზე ხატი ჩამოიკიდეთ, იყო?

– იყო, – დაეთანხმნენ „შინევროპელები“.

– ღობიდან ჩამოვარდით და ლოყა დაიშავეთ? ასეა?

– რესტორანში ანთებული სანთლით საცვლების ამარა გამოცხადდით და ვიღაც სცემეთ?

– აქ გაკოჭილი მოგიყვანეს. მოსვლისთანავე დარეკეთ პოლიციაში და სთხოვეთ „რუსული ოცნების” დასაჭერად ტყვიამფრქვევები გამოეგზავნათ.

– შემდეგ ეცადეთ, ფანჯრიდან გადამხტარიყავით. ასეა?

საკითხავია: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან“ ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!“ – წერს ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ