რატი იონათამიშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე: თუ გამჭვირვალობას იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას
„თუ გამჭვირვალობას იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
დეპუტატი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ FARA ეხება მათ, ვინც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმურ საქმიანობას ეწევიან.
„ნუთუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართველ ხალხზე, რომ ფაქტობრივ ტყუილს იტყვიან და ამას აქ ვინმე დაიჯერებს? არც კეზერაშვილი და ალასანია წარმოადგენენ მთავრობას და არც „დროა“ და „გირჩი“ არასამთავრობო ორგანიზაციებს. სწორედ, ამერიკის საზოგადოებისთვის გამჭვირვალობის ხელშეწყობაა FARA-ს მიზანი და თუ გამჭვირვალობას იმსახურებს ამერიკელი ხალხი, ქართველი საზოგადოებაც იმსახურებს მას!“ – წერს იონათამიშვილი.