თამთა მეგრელიშვილი: მიდის რევოლუციისათვის ნიადაგის შემზადება – ახალგაზრდებო, გონს მოეგეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ შემტევ იარაღად გიყენებთ, საქმეს გაგაკეთებინებენ და კანონთან პირისპირ დაგტოვებენ
„პოლიტოლოგ ჯინ შარფის 198 წესი საკუთარ სამოქმედო გეგმად აქცია პოლიტიკურად გახრწნილმა ოპოზიციამ და საგანგებოდ დესტრუქციისათვის გადამზადებულმა ახალგაზრდებმა“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, 198 წესიდან, წესების დიდ ნაწილს ახალგაზრდებს ამოფარებული პოლიტიკური ძალები სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე იყენებენ. ისინი მიყვებიან ამ გაწერილ გეგმას და ახალგაზრდების ენერგიას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისაკენ მომართავენ.
მეგრელიშვილი აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს მიმართავს და სთხოვს გონს მოეგონ, რადგან მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან პოლიტიკურად მიტმასნილი პოლიტიკური ჯგუფები ახალგაზრდებს შემტევ იარაღად იყენებენ, საქმეს გააკეთებინებენ და კანონთან პირისპირ დატოვებენ.
„პოლიტოლოგ ჯინ შარფის 198 წესი საკუთარ სამოქმედო გეგმად აქცია პოლიტიკურად გახრწნილმა ოპოზიციამ და საგანგებოდ დესტრუქციისათვის გადამზადებულმა ახალგაზრდებმა. გეგმის მიხედვით სამოქმედო ასეა- იწყება ფორმალური განცხადებებით საჯარო გამოსვლები ოპოზიციის ან მათი მხარდაჭერის წერილები ორგანიზაციებისა და დაწესებულებების დეკლარაციები ხელმოწერილი საჯარო განცხადებები საბრალდებო დასკვნისა და განზრახვის დეკლარაციები ჯგუფური ან მასობრივი შუამდგომლობები – პეტიციები გრძელდება კომუნიკაცით ფართო აუდიტორიასთან ლოზუნგები, კარიკატურები და სიმბოლოები ბანერები, პლაკატები და ნაჩვენები კომუნიკაციები ჰაერში და მიწაზე განთავსებული რეკლამა სიმბოლური საჯარო აქტებით ხდება დროშებისა და სიმბოლური ფერების ჩვენება სიმბოლოების ტარება ლოცვა და თაყვანისცემა სიმბოლური საგნების მიწოდება გათვალისწინებულია ზეწოლა ინდივიდუალურად ნადირობა“ ოფიციალურ თანამდებობის პირებზე თანამდებობის პირების მიმართ დამცინავი რიტორიკა პიკეტირება მსვლელობები რელიგიური მსვლელობები გამოყვანა და უარის თქმა გაფიცვები ამბოხი მჯდომარე აქცია სეირნობით მსვლელობა აქცია შეტევითი აქცია ლოცვა აქცია და სხვა.
198 წესიდან, წესების დიდ ნაწილს ახალგაზრდებს ამოფარებული პოლიტიკური ძალები სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე იყენებენ. ისინი მიყვებიან ამ გაწერილ გეგმას და ახალგაზრდების ენერგიას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისაკენ მომართავენ. მიდის რევოლუციისათვის ნიადაგის შემზადება და სახელმწიფო ინსტიტუციებთან თამაში, ისინი ელოდებიან რომ მათ ეს გამოუვათ. ახალგაზრდებო, მოგმართავთ თხოვნით-გონს მოეგეთ! „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დღეს პოლიტიკურად მიტმასნილი პოლიტიკური ჯგუფები თქვენ შემტევ იარაღად გიყენებენ, საქმეს გაგაკეთებინებენ და კანონთან პირისპირ დაგტოვებენ. თქვენ მხოლოდ ცოცხალი იარაღი ხართ მათ ხელში რომლიდანაც თუნდაც რამდენიმე მსხვერპლი რევოლუციისათვის აუცილებლად გასაღები სისხლია და სხვა არაფერი,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.