ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
Laola1-ის ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო – ხმების 36%. მან აჯობა ბენ ბობჟიენს (2%), მარინ ლიუბიჩიჩს (27%, ლეოპოლდ ქუერფელდს (23% და რონივალდოს (11%).
ოთარ კიტეიშვილმა 30-ე ტურში „ჰარტბერგთან“ ეფექტური გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა (1:1).
ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „შტურმი“ 4 ქულით უსწრებს „ზალცბურგს“, ასე რომ, ოთარ კიტეიშვილი ძალიან ახლოსაა კარიერაში პირველად გახდეს ავსტრიის ჩემპიონი.
ქართველს ავსტრიაში თასი ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული, ჩემპიონობა კი, ჯერ არ მოუპოვებია.