რა იწვევს კისრის ტკივილს?

თანამედროვე სამყაროში კისრის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. კისრის ტკივილი შეიძლება ნებისმიერი საქმიანობის გამო გაჩნდეს – თუ ეს დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება. კისრის ტკივილის გამომწვევი ყველზე გავრცელებული მიზეზებია: 

  • ართროზი;
  • თიაქარი;
  • ოსტეოქონდროზი;
  • კუნთის დაჭიმულობა;
  • სახსრების გაცვეთა;
  • ნერვის კომპრესია;
  • ტრავმა და ა.შ.

ამ პრობლემის მთავარ გამომწვევ მიზეზად დღეს-დღეობით მედიკოსები კომპიუტერთან ჯდომას, ტელევიზორთან საათების გატარებას და ტელეფონში მუდმივ ყურებას მიიჩნევენ. კისრის ქრონიკული ტკივილი, დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება კი ართულებს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას. როგორც წესი, ეს დისკომფორტი თავისთავად გადის. თუმცა, თუ კისრის ტკივილი გაგრძელდება ოთხი ან ხუთი დღის განმავლობაში და არ გაუმჯობესდება მდგომარეობა, კარგი იქნება მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობასა და დაგისვამთ ზუსტ დიაგნოზს. კისრის ტკივილის მკურნალობა გულისხმობს: მედიკამენტების მიღებას, სამკურნალო ვარჯიშების, მასაჟების გაკეთებასა და ფიზიოთერაპიას. ამის გარდა, დისკომფორტის მკურნალობასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენებას. კისრის ფიქსატორის შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე. ეს პროდუქტი  კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და დისკომფორტის შეგრძნებას მოგიხსნით. კისრის ფიქსატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. ექსკლუზიური ბრენდების ეს პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში – თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ