გიორგი მიქაუტაძეს ფრანგმა დისციპლინარებმა წითელი ბარათი გაუუქმეს

რამდენიმედღიანი კამათის შემდეგ ოფიციალურად გადაწყდა და „მეცის“ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს „რენთან“ ბოლო ტურში ნაჩვენები წითელი ბარათი გაუუქმეს, – ინფორმაციას Onefootball ავრცელებს.

„საფრანგეთის პროფესიული ლიგის დისციპლინურმა კომიტეტმა გააუქმა რუდი ბუკეს გადაწყვეტილება და მიქაუტაძის წითელი ბარათი გააბათილა. გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი მას შემდეგ, რაც გაზეთ L’Equipe-ში გუშინ გამოქვეყნდა, რომ რუდი ბუკემ წერილი გაუგზავნა საფრანგეთის პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტს მიქაუტაძის წითელი ბარათის გაუქმების მოთხოვნით. ახლა ოფიციალურად ცნობილია, რომ ქართველი თავდამსხმელი კვირას „სტრასბურგის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. მიქაუტაძეს წითელი ბარათი გააუქმეს და ყვითელი ბარათით შეუცვალეს.

გიორგი მიქაუტაძე სადისციპლინო კომიტეტმა შეიწყალა, რაც „მეცისთვის“ მთავარი უპირატესობაა ლიგა 1-ში დარჩენისთვის ბრძოლაში. გუნდი ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა, რაც პლეი ოფში თამაშის უფლებას იძლევა. თუ „მეცს“ ელიტაში დარჩენა სურს, „ლორიანმა“ და „კლერმონმა“ ბოლო ტურებში უნდა წააგონ.

ამდენად, მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გაბათილება „მეცისთვის“ შანსია, რადგან ბოლო კვირებში გუნდის მიერ მოპოვებულ ქულებში ქართველი თავდამსხმელის წვლილი უზარმაზარი იყო. მიქაუტაძემ ბოლო ხუთ მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და უდავოდ, „მეცის“ წარმატებების დიდი არქიტექტორი გახდა. შეიძლება მისი ყოფნა ბოლო ორ მატჩში და პლეი ოფის შესაძლო დაპირისპირებაში გადამწვეტი გამოდგეს“, – წერს Onefootball.

ასევე იხილეთ