ედიშერ გვენეტაძე: სუს-ის განცხადება ადასტურებს იმას, რომ მტერი კარიბჭის შიგნითაა, „რუსული კანონი“ არაფერ შუაშია, ეს არის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რომელიც დიდი ხანია გაშიფრულია

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სუს-ის განცხადებას ეხმიანება, სადაც საუბარია გარკვეული ჯგუფების მცდელობაზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, განავითარონ ძალადობრივი სცენარები, რაც დემონსტრანტებს შორის მძიმედ დაშავებულებს და მსხვერპლს გამოიწვევს.

გვენეტაძის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ადასტურებს იმას, რომ მტერი კარიბჭის შიგნითაა, „რუსული კანონი“ არაფერ შუაშია და ეს არის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რომელიც დიდი ხანია გაშიფრულია.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ამ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ი ს (ქვემოთ წაიკითხეთ) შემდეგ!

ახლა მაინც დარწმუნდით ურწმუნო თომასავით ურწმუნენო, რომ რ უ ს უ ლ ი კ ა ნ ო ნ ი არაფერ შუაშია!

ეგ არის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რომელიც დიდი ხანია გაშიფრულია!

ეგ არის ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ჯერ სამოქალაქო დაპირისპირებების!

სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოქცევის!

შეიარაღებულ საძმოებად ქცევის!

შემდეგ კი სრულიად ს ა ქ ა რ თვ ე ლ ო ს უკრაინიზაცია ანუ ომის პოლიგონად გადაქცევის გეგმა!

ეგ არის იმის გეგმა, რომ ხელისუფლებაში დააბრუნონ ნ ა ც ე ბ ი!

სააკაშვილები!

ხოშტარიები!

ლომჯარია-გიგაურები!

ჭიჭიკო ვაშაძეები!

გირჩი-ზურაბები,

საქართველოს დოლარ-ევროებზე გამყიდველები….

ეგ არის იმის გეგმა, რომ საქართველოს ჩამოაცილონ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო!

ეგ არის იმის გეგმა, რომ მოახდინონ ჩ რ დ ი ლ ო ე თ ი ს პროვოცირება. რისი შედეგიც იქნება საქართველოს სრული ოკუპაცია!

ამ გეგმის მიხედვით საბოლოოდ უნდა მოხდეს გარკვეული ძალების „დიადი“ სურვილის ასრულება – „გაუმარჯოს საქართველოს უქართველებოდ“!

დამერწმუნეთ ეს უსამშობლოები გარედან მიღებული დავალებების შესაბამისად სათანადო საფასურის ფასად ნიშის მიღებისთანავე დაიწყებენ რევოლუციურ ქმედებებს!

დიდი ხანია ვამბობ, მტერი კარიბჭის შიგნითაა!

ამიტომაც თუ არ გინდათ ო მ ი და მასთან ერთად ერთ წამში ყველაფერი იმის დაკარგვა, რაც საკუთარი უმძიმესი შრომით თქვენს წინაპრებს და თქვენ შეგიქმნიათ!

თუ არ გინდათ ჩვენი მომავალი თაობის საზარბაზნე ხორცად გაწირვა!

თუ არ გინდათ თქვენი ოჯახების ჭიშკართან სიკვდილის აქლემის ჩაჩოქება!

თუ არ გინდათ საბოლოოდ საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვა!

უნდა დავდგეთ ხელისუფლებასთან ერი, ბერი, მრევლი!

ერთად გადავარჩინოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ფიზიკურად ქართველი ერი!

ვიმეორებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ადასტურებს იმას, რომ მტერი კარიბჭის შიგნითაა!

შ ი გ ნ ი თ!

დარწმუნებული იყავით, საქართველოსათვის ბრძოლაში ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო გაიმარჯვებს, ვინაიდან ჩვენს სამშობლოს ამ უსამშობლოებისაგან იცავს მარიამ ღვთისმშობელი!

ჩვენს გვერდით არის მკვდრეთით აღმდგარი უფალი ჩვენი იესო ქისტე!

https://www.facebook.com/share/p/QjV628EbM8kb4iby/?mibextid=oFDknk“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე იხილეთ