თამთა მეგრელიშვილი for.ge-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე: ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ

„ამ ჩანაწერებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ არანაირ გულწრფელ პროტესტს ადგილი არ აქვს. ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ,“ – ასე ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი for.ge-ს მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ მასალას, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რამდენიმე პირთან საუბრობს პროტესტზე და ქუჩების პარალიზებაზე.

მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ ორგანიზატორთაგან, რომელიც ახალგაზრდებს აკერმანისეული გეგმის მიხედვით იყენებს.

„ზურაბ (ჩახდილი) ჯაფარიძე ერთ-ერთია იმ ორგანიზატორთაგან, რომელიც ახალგაზრდებს აკერმანისეული გეგმის მიხედვით იყენებს. ამ ჩანაწერებით ფაქტობრივად დადასტურდა, რომ არანაირ გულწრფელ პროტესტს ადგილი არ აქვს. ორასამდე ახალგაზრდა გადამზადებულია აგრესიული ქმედებებისთვის და ისინი გამოიყენებიან, როგორც ძალოვნებზე შემტევი ძალა და დანარჩენი ახალგაზრდები მათი მიმბაძველობით მოქმედებენ. ახალგაზრდებო გონს მოდით, თქვენ ქართული სახელმწიფოს დასაცავად კი არა, მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებთ,“ – წერს მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე იხილეთ