იმედის ექსკლუზივი: ნატა ფერაძემ საკუთარი შვილები, ალექსანდრე და ნიკოლოზ ადამიები საზღვარგარეთ გაუშვა და მიმდინარე აქციებს შეგნებულად განარიდა
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მოძრაობა „ტალღას“ დამფუძნებელმა და სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ თავისი შვილები ალექსანდრე ადამია და ნიკოლოზ ადამია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განარიდა და საზღვარგარეთ გაუშვა.
აქტივისტი ნატა ფერაძე აქტიურად არის ჩართული მიმდინარე ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში. იმედის წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება ფერაძის გადაწყვეტილება შვილების განრიდებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ფერაძე ქალაქში სატრანსპორტო კვანძების პარალიზების გეგმას ადგენს. ამასთან, ჩანაწერში მიმოხილულია ძალადობრივი აქციების სცენარიც, სადაც აქტივისტი ლაშა ფირცხალაიშვილი აქციის მონაწილეების დაჭერისა და ფიზიკური დაზიანების აუცილებლობაზე საუბრობს, რამაც საპროტესტო მუხტი უნდა ასწიოს.