Politico: აშშ-მა ისრაელს ბომბების მიწოდება შეუჩერა
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ რაფაჰში, სადაც მილიონზე მეტმა პალესტინელმა იპოვა თავშესაფარი, – ამის შესახებ Politico ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინება.
აშშ-ის ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში მოუწოდებენ ისრაელს, არ წამოიწყოს სახმელეთო ოპერაცია ქალაქში, რომელი როგორც თელ-ავივი ამბობს, „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენია.
„დავიწყეთ ისრაელში კონკრეტული იარაღის შეთავაზებული გადაცემის გულდასმით განხილვა, რომელიც შეიძლება რაფაჰში გამოეყენებინათ. ამ განხილვის შედეგად, შევაჩერეთ იარაღის ერთი პარტია გასულ კვირას. ის შედგება 2 0000-ფუნტიანი 1 800 ბომბისგან და 500-ფუნტიანი 1 700 ბომბისგან, ამ დრომდე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიეწოდება თუ არა ისრაელს ეს ბომბები“, – განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
მედიის ცნობთ, ისრაელის სამხედროებმა ათიათასობით სამოქალაქო პირს უბრძანეს დაეწყოთ ევაკუაცია აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში, სანამ ისრაელი დაიწყებს სამხედრო ოპერაციას „ჰამასის“ ბოევიკების ლიკვიდაციის მიზნით.