„მეცის“ დირექტორი: მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გაუქმება ლოგიკური გადაწყვეტილებაა
„მეცის“ სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ გიორგი მიქაუტაძის გაუქმებული დისკვალიფიკაციის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან მას წითელი ბარათი მსაჯმა რატომ უჩვენა, გაუგებარია.
„ვფიქრობ, რომ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან პირველადი გადაწყვეტილება, უბრალოდ, გაუგებარი იყო. ჩვენ ვისაუბრეთ კომისიასთან, თუმცა,არც ისე დიდი ხნის განმავლობაში. ბატონმა ბუკემ წარადგინა თავისი ანგარიში, რომელშიც მიუთითა, რომ შეცდომა დაუშვა. ფაქტობრივად, ორშაბათს დავრწმუნდით, რომ გიორგი სტრასბურში ჩვენთან ერთად იქნებოდა“, – აღნიშნა დრეოსიმ.