მიხეილ ბუჯიაშვილი: ილიასეული მამული, ენა, სარწმუნოება შეაცვლევინეს და გაურკვეველ ერთობაზე აალაპარაკეს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, დაყოფას უწყობს ხელს – მშვიდობა ახალგაზრდებს, მაგრამ მათ ორგანიზატორებს ცხელი ბომბები ურჩევნიათ, სამწუხაროდ, უკრაინას რომ მრავლად აქვს

„ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ბუჯიაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს სოციალურ ქსელში მიმოიხილავს.

მისი თქმით, ახალგაზრდებს და ბავშვებს საქართველოს დასამორჩილებლად გარედან, „შავი ფულით” მართავენ ისე, რომ ბევრი მათგანი ამას ვერც კი ხვდება.

„თბილისში აქციები ყოველთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნით იმართებოდა, ახლა კი ახალგაზრდების ნაწილი დამოუკიდებლობის ნაცვლად დამოკიდებულებას ითხოვს. სხვის წაკითხულს კმაყოფილდებიან და თავად წაუკითხავად აპროტესტებენ ქართულ კანონს. არც ქართველთა გეგმით მოქმედებენ და აკერმანის სცენარს ბრმად მიჰყვებიან. სანახაობრივი პერფორმანსებით, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე მათ ხან ბურთს ათამაშებენ, ხან საქორწილო სცენებს ადგმევინებენ და წითელ კვერცხს აგორებინებენ. ასე დაიწყო უკრაინაშიც და რით გაგრძელდა, ყველა ვხედავთ. ახალგაზრდებს და ბავშვებს საქართველოს დასამორჩილებლად გარედან, „შავი ფულით” მართავენ ისე, რომ ბევრი მათგანი ამას ვერც კი ხვდება. ილიასეული მამული, ენა, სარწმუნოება შეაცვლევინეს და გაურკვეველ ერთობაზე აალაპარაკეს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად, დაყოფას უწყობს ხელს. მშვიდობა ახალგაზრდებს, მაგრამ მათ ორგანიზატორებს ცხელი ბომბები ურჩევნიათ, სამწუხაროდ, უკრაინას რომ მრავლად აქვს. მსოფლიოში არც ერთი ქვეყნისთვის ცხელ თავებს სიკეთე არ მოუტანია და ჩვენ რატომ ჩავატაროთ ასეთი სახიფათო ექსპერიმენტი?! იმიტომ, რომ სადღაც, შორს, ასე გადაწყდა? არა! ასე არ გამოვა. ახლა გონიერება სჯობს მართულ ემოციებს და დავფიქრდეთ!“ – წერს მიხეილ ბუჯიაშვილი.

ასევე იხილეთ