გოგი მეშველიანი: “გამჭვირვალობის კანონის” ინიციირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი ქმედებების ალაგმვისათვის!
„ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში”, – წერს ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონპროექტის” ინიციირებით, შემოდგომაზე დაგეგმილი მოვლენები ნაადრევად განვითარდა, რაც სცენარის ავტორების და შემსრულებლების ლუსტრაციისა და მათი ქმედებების აღკვეთისთვის საკმარისი დროა.
მეშველიანის თქმით, ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია და მორიგ რევოლუციას არ დაუშვებს.
„ვერ შედგება მორიგი ფერადი რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში.
„გამჭვირვალობის კანონმა” და მისი ინიცირებით გამოწვეულმა მღელვარებამ, 6 თვით ნაადრევი ფალსტარტი მისცა შემოდგომით დაგეგმილ მოვლენებს, რაც აბსოლუტურად საკმარისია სცენარის ავტორებისა და შემსრულებლების სრული ლუსტრაციისა და მათი მოსალოდნელი ქმედებების ალაგმვისათვის!
ქართული სახელმწიფო დღეს საკმარისად ძლიერია, რათა არ დაუშვას მორიგი რევოლუცია!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!” – წერს გოგი მეშველიანი.