გიორგი გამსახურდია ფარულ ჩანაწერებზე: მადლობა მინდა გადავუხადო იმ კეთილ ადამიანებს და წყაროს, ვისი მეშვეობითაც მათ მზაკვრულ გეგმებს, ასევე ცინიზმით განმსჭვალულ მესიჯ ბოქსებს ფარდა აეხადა
„მადლობა მინდა გადავუხადო იმ კეთილ ადამიანებს და იმ წყაროს, ვისი მეშვეობითაც მათ მზაკვრულ გეგმებს, ასევე ცინიზმით განმსჭვალულ მესიჯ ბოქსებს ფარდა აეხადა”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
გამსახურდია მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს გამოეხმაურა.
„მადლობა მინდა გადავუხადო იმ კეთილ ადამიანებს და იმ წყაროს, ვისი მეშვეობითაც მათ მზაკვრულ გეგმებს, ასევე ცინიზმით განმსჭვალულ მესიჯ ბოქსებს ფარდა აეხადა, თუ როგორ დასცინიან პატრიარქს, დასცინიან ყველანაირ ეროვნულ ღირებულებას, როგორ მასხრად იგდებენ ყველაფერ ქართულს. ისედაც ვიცოდით ამათი სახე, მაგრამ თავისი პირით რომ კიდევ ერთხელ კონსტანტირებენ, ეგ უკვე ცალკე თემაა. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე, ყველა ფიქრობდა, რომ ბუზისგან სპილოს ქმნიდა. ეს იყო ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, ამაზე მიდიოდა მუშაობა, აკვირდებოდნენ „კანვასს“, საეჭვო ფულებით დაფინანსებულ ორგანიზაციებს. აკვირდებოდნენ და აკვირდებიან“, – აღნიშნა გამსახურდიამ.
for.ge-მ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერები გაავრცელა, სადაც ისმის შეურაცხმყოფელი განცხადებები ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მისამართით. ასევე გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციებს გეგმავენ.