გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
„ყველაზე მთავარი საფრთხეა, რომ ეს ნაძირალები [ოპოზიცია] შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა, ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან”, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
გამსახურდიამ აღნიშნა, რომ არანაირი რუსეთი საქართველოში არ იქნება და თვითონ ოპოზიციაა რუსული ფულით გამოკვებილი.
„გირჩი ჯაფარიძე აანონსებს, რომ მე უნდა ვიყო ლიდერიო. იქ გვარამია აანონსებს რადიკალურ გეგმებს. აკო [მინაშვილი] საერთოდ არ ვიცოდი, მეგონა წასული იყო პოლიტიკური ასპარეზიდან, მაგრამ ახლა ვიხილე და ზუსტად ვიცი აკოს მეთოდოლოგია რას ითვალისწინებს, არაფერს კონსტიტუციურს. რადიკალიზაცია და მხოლოდ რადიკალიზაცია. უფრო მეტი ყურადღება და ერთიანობა გვმართებს. ყველაზე მთავარი საფრთხეა, რომ ეს ნაძირალები [ოპოზიცია] შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა, ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან დარწმუნებული ვარ. ჩვენი ძალოვანი უწყებები, როგორც ყოველთვის, დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ჩაუფლავდებათ ეს გეგმა. აუცილებელია ვიმუშაოთ ამ ახალგაზრდებთან, შევაგნებინოთ, რომ ეს არის სრული სიცრუე, ყურით მოთრეული სიცრუე, რაშიც ისინი ჰყავთ ჩათრეული და არანაირი რუსეთი საქართველოში არ იქნება, სანამ ნებისმიერი ჩვენგანი ცოცხლები ვართ. რუსები თვითონ ეგენი არიან [ოპოზიციონერები], ეგ ნაძირალები. რუსული ფულით გამოკვებილი და გასივებული ტკიპები“, – აღნიშნა გამსახურდიამ.