მაკა ბოჭორიშვილი: ფაქტია და ამას არ სჭირდება დამატებითი დაკვირვება, რომ მშვიდობიანი პროტესტის უკან, დგას ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი “ღამის კურიერის” ეთერში აცხადებს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უკან, ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა დგას.
“ფაქტია და ამას არ სჭირდება დამატებითი დაკვირვება, რომ მშვიდობიანი პროტესტის უკან დგას კიდევ რაღაც და ეს რაღაც არის ძალიან სერიოზული მცდელობა ქვეყნის დესტაბილიზაციის. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუნდაც საუბრებიდან გამომდინარე, ქმედებებიდან გამომდინარე რასაც ვხედავთ და ამას ადასტურებს სუს-ის დღევანდელი განცხადებაც.
ის საფრთხეები რაც არის, სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია საზოგადოება გააფრთხილოს და სიფრთხილისკენაც მოუწოდოს. ამის განცხადების მთავარი არსი არის საზოგადოებისთვის იმის ჩვენება რა საფრთხის წინაშე შეიძლება იდგეს ქვეყანა.
იკვეთება გარკვეული სურვილები და ქმედებები ეს არ არის მხოლოდ კანონის გაპროტესტება აქ უფრო დიდ მასშტაბზეა საუბარი,”- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.