გია ცაგარეიშვილი ფარულ ჩანაწერებზე: მათ ავადმყოფურად ჰგონიათ, რომ თუ რომელიმე ნაკრებმა მოიგო, ესე იგი მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, საქართველომ კი არ მოიგო
„მათ ავადმყოფურად ჰგონიათ, რომ თუ რომელიმე ნაკრებმა მოიგო, ესე იგი მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, საქართველომ კი არ მოიგო. ეს არის ამ ადამიანების ტრაგედია”, – ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა For.ge-ს მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერები, რომლებშიც სავარაუდოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიგურირებენ.
„საშინელ ეპითეტებს იყენებს წიტაიშვილის, კვარაცხელიას წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანს საერთოდ ბურთისთვის ფეხი არ დაურტყამს, ან იმ სტილში ურტყამდა, როგორც მისი ბელადი სააკაშვილი. დიახაც, ამ ადამიანებს არასდროს უხაროდათ საქართველოს გამარჯვება – მათ შორის არც მწვანე მინდორზე. მათ ავადმყოფურად ჰგონიათ, რომ თუ რომელიმე ნაკრებმა მოიგო, ესე იგი მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, საქართველომ კი არ მოიგო. ეს არის ამ ადამიანების ტრაგედია. აი, ასე ვიწროპარტიული ჭუჭრუტანიდან რომ უყურებენ ამ ქვეყნის ყველა წარმატებას, იმიტომ არის მათი საქმე დაღუპული. ვერასოდეს ისინი ხელისუფლებაში ვერ მობრუნდებიან. საქართველოს ნაკრების გამარჯვება არ იყო „ქართული ოცნების“ გამარჯვება. ეს იყო საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვება“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
სააგენტომ For.ge გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, სავარაუდოდ ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.