წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას.
,,ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა. ყველა ვეტერანს ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს, ჩვენ ვალდებული ვართ ყოველთვის ღირსეული პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში“, – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.