გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიმართა, მაშინ როცა მან გერმანიაში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი
ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქმედება შეაფასა, რომელმაც ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე აუდიტორიას ინგლისურ ენაზე მიმართა, მაშინ როცა მან გერმანიაში ვიზიტისას, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი.
აბაშიძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ფარისევლობაში არაერთგზის მხილებულია და რომ სწორედ ამგვარ სამარცხვინო თვალთმაქცობასა და უტიფრობას ეწოდება „პარიზული ხანუმობა“.
„წყაროები: სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili -ის Facebook & „ტვ პირველის“ Youtube გერმანიაში ვიზიტისას, ე.წ. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ვითომ პროტოკოლურად დაუწუნა გერმანულად საუბარი. 9 მაისს, თბილისში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე, ფარისევლობაში არაერთგზის მხილებულმა სალომე ზურაბიშვილმა აუდიტორიას ინგლისურ ენაზე (ქართველი თარჯიმნის მეშვეობით და არა პირიქით) მიმართა. მანამდე, რა ენაზე გააკეთა განცხადებები ფსევდო-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებზე, მის უცხოელ კოლეგებთან? სწორედ ამგვარ სამარცხვინო თვალთმაქცობასა და უტიფრობას ეწოდება „პარიზული ხანუმობა,“ – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.