ირაკლი რუხაძე: ჩვენი ამოცანაა, ახალგაზრდებს ვუთხრათ, ქუჩაში რომ გადიხარ, ყოველთვის უნდა შეადარო, ალტერნატივა რა გაქვს
„ჩვენი ამოცანაა, ახალგაზრდებს ვუთხრათ, ქუჩაში რომ გადიხარ, ყოველთვის უნდა შეადარო, ალტერნატივა რა გაქვს”, – ამის შესახებ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ საპროტესტო აქციებზე ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
მისი შეფასებით, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გაიყვანეს, არ წააკითხეს კანონი და დააჯერეს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის.
„ჩვენი ამოცანა არ არის ვუთხრათ, რატომ გადიხართ ქუჩაში. ჩვენი ამოცანაა, ახალგაზრდებს ვუთხრათ, რომ როდესაც ქუჩაში გადიხარ, ყოველთვის უნდა შეადარო, ალტერნატივა რა გაქვს. უნდა დავფიქრდეთ, რომ ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნება“, რომლის რაღაცები შეიძლება არ მომწონს და მეც შეიძლება ვაკრიტიკო „ქართული ოცნება“. მაგრამ ამაზე კარგი მთავრობა არ ჰყოლია საქართველოს. ამიტომ ყოველთვის უნდა შევადაროთ, ამის ალტერნატივა უკეთესია თუ არა, რეალისტური ალტერნატივა ამაზე უკეთესი არ არის ჩემთვის“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.