კახა კალაძე: საქართველო არის ქართველი ხალხის ქვეყანა, პირველ რიგში გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული ხალხის ქვეყანა. ყოველთვის, საქართველოს ხელისუფლება გაატარებს ქართველი ხალხის ინტერესს
„საქართველო არის ქართველი ხალხის ქვეყანა, პირველ რიგში გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული ხალხის ქვეყანა. ყოველთვის, საქართველოს ხელისუფლება გაატარებს ქართველი ხალხის ინტერესს”, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ქვეყანამ თუ რაიმე წარმატებას მიაღწია, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ასოცირდება.
„თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს პერიოდი ასოცირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან და „ქართულ ოცნებასთან“. ყველა წინგადადგმული ნაბიჯი უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. მომავალშიც ასე გაგრძელდება და ეს დამოკიდებულება გვექნება, მაგრამ პირველ რიგში, დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იგივე სიტუაცია მოაწყოს საქართველოში, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, თუ საუბედუროდ, ხდება უკრაინაში. არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. საქართველო ვერ იქნება კუბილიუსის და მსგავსი ტიპის პოლიტიკოსების ქვეყანა. საქართველო არის ქართველი ხალხის ქვეყანა, პირველ რიგში გულანთებული, სამშობლოზე შეყვარებული ხალხის ქვეყანა. ყოველთვის, საქართველოს ხელისუფლება გაატარებს ქართველი ხალხის ინტერესს და ამ ქვეყნის ინტერესს პირველ რიგში“, – აღნიშნა კალაძემ.