დავით ქართველიშვილი: ხოშტარიას რუბლებით და რაუტბერგის ნარკოტიკებით რომ ქმნით საპროტესტო მუხტს – ამაში „ევროპა“ დამანახეთ და ყველაფერს გავიგებ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია. ეს პირი პერიოდულად შემოდიოდა საქართველოში „სადახლოს“ პუნქტის გავლით“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანდრეი ალექსანდრეს ძე რაუტბერგის მიმართ მიმდინარეობდა ოპერატიული საქმე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების მუხლით.
„აქციების ნარკომომარაგებას რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგი რომ უზრუნველყოფს – არ გიტყდებათ? თუ ნარკოტიკს, ფულისა არ იყოს – სუნი არა აქვს? ხოშტარიას რუბლებით და რაუტბერგის ნარკოტიკებით რომ ქმნით საპროტესტო მუხტს – ამაში „ევროპა“ დამანახეთ და ყველაფერს გავიგებ. „ქრონიკის“ ექსკლუზივით, სამართალდამცავებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე დააკავეს პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქე ანდრეი რაუტბერგია. ეს პირი პერიოდულად შემოდიოდა საქართველოში „სადახლოს“ პუნქტის გავლით (2023 წლის 11 ოქტომბერს შემოვიდა და 2023 წლის 14 ოქტომბერს გავიდა; 2023 წლის 28 ოქტომბერს შემოვიდა და ამავე დღეს გავიდა; 2023 წლის 30 ოქტომბერს შემოვიდა და მას შემდეგ იმყოფება საქართველოში). შსს-ს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – ანდრეი ალექსანდრეს ძე რაუტბერგის მიმართ მიმდინარეობდა ოპერატიული საქმე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების მუხლით. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მიმდინარე ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ანდრეი რაუტბერგი იქნა დაკავებული ერთ-ერთი აქციის მსვლელობის დროს. არა რუსულ ნარკოტიკს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.