გურამ მაჭარაშვილი: კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს – საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა
„საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, კანონის დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
„[კანონის] დარღვევისთვის, ნებისმიერი ადამიანი პასუხს აგებს კანონის წინაშე. თუ მტკიცებულებები აქვთ, რომ მათ არაფერი დაურღვევიათ, ქვეყანაში არსებობს სასამართლო, გამოძიება და იქ ძალიან კარგად დაადგენენ, თუ არიან მართლები.
დაახლოებით 4 წლის წინ, კაპიტოლიუმზე შტურმი ვიხილეთ და იქ 6 ადამიანი მოკლეს, კი არ დააკავეს. საქართველოში, პარლამენტზე შტურმისთვის 6 ადამიანი რომ დააკავეს, თურმე ეს დემოკრატიის დარღვევა ყოფილა. საქართველოს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მათი უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.