გიორგი გამსახურდია: მე 12 წლის ვიყავი, ცოტნე 15 წლის, პუტჩის დღეებში, ნაცების პოლიტიკური ლიდერშიფი და მათი მამები მოსაკლავად რომ მოგვივარდნენ
„ბავშვებს გაეშვით თქვე ნაძირალებო, მაგ წითელ ხაზს გადაჰყვებით ბოლომდე. მე 12 წლის ვიყავი, ცოტნე 15 წლის, პუტჩის დღეებში, ნაცების პოლიტიკური ლიდერშიფი და მათი მამები, მოსაკლავად რომ მოგვივარდნენ”, – ამგვარად ეხმიანება სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია „ქართული ოცნების” რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის შვილის ლიკვიდაციის მუქარას, რომელიც თავად სამხარაძემ გაასაჯაროვა.
„ისე, დიტოს ქეისზე გამახსენდა, ეს ნაცები და მათდამი ლოიალურები, ერჩიან ბავშვებს, პირველად არ გვაქვს ეს შემთხვევა, ხომ? გვახსოვს, ალბათ, ირაკლის ბავშვზე აგრესია, ნაცმოძის სატელიტი ლელოს მხრიდან და მანამდე კიდევ უამრავი აგრესია ბიძინას შვილების მისამართით. ბავშვებს გაეშვით, თქვე ნაძირალებო, მაგ წითელ ხაზს გადაჰყვებით ბოლომდე. ჰო,ისე, მე 12 წლის ვიყავი, ცოტნე 15 წლის, პუტჩის დღეებში, ნაცების პოლიტიკური ლიდერშიფი და მათი მამები მოსაკლავად რომ მოგვივარდნენ, დაცვამ და დედოფლისწყაროს პოლიციამ მოიგერია უბრალოდ, თორემ უეჭველი სიკვდილი გველოდა“, – წერს გიორგი გამსახურდია