ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ქართველ სამხედროებს დააბრალა 2008 წლის ომის დაწყება, ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არა მარტო მორალისგან, არამედ საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ახალგაზრდებისადმი მიმართულ ღია წერილზე სალომე ზურაბიშვილის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„დე ფაქტო პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი, ქართულად რომ ვერ მეტყველებს, ეს დიდი ხანია, ცნობილია, კითხვაც თუ არ იცოდა ქართულად, არც ეს აღმოჩნდა დიდი მოულოდნელობა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მავნებელმა, თურმე, ასე გაიგო პრემიერ- მინისტრის ვრცელი წერილი.
„ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა – ვნების კვირაში ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგანო“, – ამბობს ზურაბიშვილი, რომელიც სწორედ ბერბიჭაშვილების ერთ-ერთი წამხალისებელი და სულიერი მემკვიდრე გახლავთ. ამ ქალბატონმა, რომელმაც ქართველ სამხედროებს დააბრალა 2008 წლის ომის დაწყება, ამნისტიით გამოუშვა პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობისთვის გასამართლებული დამნაშავე, გააფთრებული ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არა მარტო მორალისგან, არამედ საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ღია წერილს, მან სწორედ შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდების მიმართა, თორემ რადიკალ ნაცებს, მათ მიმდევარ გრანტიჭამია არასამთავრობოებს და „ნიკოლოზ ე.წ. რაჭველს, ნინო ქათამაძეს და სხვა ცნობილი „ნაციონალებს“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ, არაფერი რომ აღარ ეშველებათ, ეს ისედაც ცხადია. ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი რომ ქართული წერა-კითხვის უცოდინარია, ეს გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდების რაღაც გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქართული კანონი არც წაკითხული აქვს და ვიღაცების ტანით შეგრძნებაზე, ნაც პოლიტიკოსების დაძახილზე რომ თანამედროვე ბერბიჭაშვილების ნავში სხდებიან, ეს არის სავალალოც და საგანგაშოც!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.