თამთა მეგრელიშვილი: პრემიერის წერილი ახალგაზრდებისადმი არის სწორი გზავნილი ამდენი გამრუდებული „სიმართლის“ სანაცვლოდ – აქეთაა სიმართლე და ეროვნული ინტერესები – ამ სიმართლით ჩვენთან ერთად ევროპული მომავლისთვის წამოდით
„პრემიერის წერილი ახალგაზრდებისადმი არის სწორი გზავნილი ამდენი გამრუდებული „სიმართლის“ სანაცვლოდ. ახალგაზრდებო, გონს მოეგეთ, ევროპულობის იდეით ნუ მოირგებთ ყველაზე ანტიევროპულ როლს და ნუ ემუქრებით თქვენი და ჩვენი თანატოლების მშვიდობიან საქართველოს“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილის თქმით, ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა გაავრცელეს საკმარისია, რომ ახალგაზრდებმა გაიაზრონ რის და ვის მხარეს დგანან.
„პრემიერის წერილი ახალგაზრდებისადმი არის სწორი გზავნილი ამდენი გამრუდებული „სიმართლის“ სანაცვლოდ.
ახალგაზრდებო, გონს მოეგეთ, ევროპულობის იდეით ნუ მოირგებთ ყველაზე ანტიევროპულ როლს და ნუ ემუქრებით თქვენი და ჩვენი თანატოლების მშვიდობიან საქართველოს.
ყველა კანონდამრღვევი კანონის წინაშე აგებს პასუხს, ეს სამართლებრივი პროცედურა დაწყებულია და სამართლებრივი სახელმწიფო ამაზე უარს არ იტყვის.
ის მოპოვებული ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს შესაბამისმა სამსახურებმა გაავრცელეს, განა საკმარისი არ არის, რათა გაიაზროთ, რის და ვის მხარეს დგახართ?!
აქეთაა სიმართლე და ეროვნული ინტერესები, აქეთაა, ჩვენს მხარეს და ამ სიმართლით ჩვენთან ერთად ევროპული მომავლისთვის წამოდით“, – წერს მეგრელიშვილი.