ირაკლი კობახიძე: გვაქვს მზაობა, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი
„გვაქვს მზაობა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე აშშ-თან აბსოლუტურად ღია პოლიტიკა აქვს.
„ჩვენი პოზიცია არის ნათელი – ჩვენ ვითხოვთ კიდევ უფრო მეტ ურთიერთობას, კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას, თუმცა სამწუხაროდ, არის გარკვეული თავშეკავებული პოზიცია, რასაც შესაძლოა, ჰქონდეს თავისი მიზეზები, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვუწოდებთ ანტიქართულ განწყობას. პირიქით, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ღია პოლიტიკა. გვაქვს მზაობა, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის. რაც მეტი ნაბიჯი გადმოიდგმება იქითა მხრიდან, მით უკეთესი. ეს არის ჩვენი განწყობა და პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.