ირაკლი კობახიძე: ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას

„ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამჭვირვალობის პირობებში, ქართულ საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენები დგას ამა თუ იმ ორგანიზაციის თანხების უკან.

„ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში. საქართველოში 90-იანი წლებიდან მოქმედებს პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც, რა თქმა უნდა, შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და მიზანი იგივეა – სუვერენიტეტის უზრუნველყოფა. როცა პოლიტიკური პარტიები ფინანსდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ დგას პოლიტიკური პარტიის უკან და პირველ რიგში აქ საუბარია შემომწირველებზე. ზუსტად იგივე მიზანი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა მიზანიც აქვს პოლიტიკური პარტიების გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობას. რა თქმა უნდა, არ გვაქვს ილუზია, რომ ეს ყველაფერი 100%-ით დააზღვევს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ რისკებს, მაგრამ იქნება სერიოზული ფაქტორი, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სუვერენიტეტის დაცვაში და განმტკიცებაში“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ