მამუკა მდინარაძე: „ნაცების“ ტელევიზიების ჟურნალისტები პრემიერთან საერთო დავალებით მივიდნენ – გაახმოვანონ აქამდე ათასჯერ გახმოვანებული მდაბიო ფეიკ მესიჯები, კვლავ ბევრჯერ ახსენონ რუსეთი და რუსული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას ეხმიანება.

„ნაცების“ ტელევიზიების ჟურნალისტები პრემიერთან საერთო დავალებით მივიდნენ –

1. გაახმოვანონ აქამდე ათასჯერ გახმოვანებული მდაბიო ფეიკ მესიჯები, კვლავ ბევრჯერ ახსენონ რუსეთი და რუსული.
2. რაც შეიძლება მეტი იუზრდელონ, შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას, ვინც მათ არ მოსწონთ, ილაპარაკონ სისულელეები გაუჩერებლად და არ დააცადონ არც ერთი პასუხი პრემიერს.
3. წყობილებიდან გამოიყვანონ ირაკლი კობახიძე – ეს უკანასკნელი განსაკუთრებული სირთულის მისიაა.

p.s. „ტვ1“ დარჩა, ნახეთ ისიც ზუსტად იმავეს თუ არ ეცდება“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ასევე იხილეთ