top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია, საკუთარი 2 მლრდ მან დასავლეთს მიანდო, კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია

„აქ საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილზე, გამოყენებულ იქნა ტერმინი რუსი ოლიგარქი, მინდა შეგახსენოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაახლოებით 16 წლის წინ რუსეთში გაასხვისა აბსოლუტურად ყველა აქტივი”, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილის აქტივი რუსეთის ფედერაციაში ნულია და საკუთარი თანხა, რომელიც დღევანდელი მოცემულობით შეადგენს 2 მილიარდ აშშ დოლარს, მან მთლიანად მიანდო დასავლეთს.

„კაცს უნდოდეს რუსეთისკენ წასვლა და თავისი 2 მილიარდი დასავლეთს მიანდოს, ეს ხომ აბსოლუტურად ალოგიკური და აბსურდულია. ასეთ აბსურდზე გვიწევს საუბარი და ვიღაცებისთვის მტკიცება, რომ კაცმა რუსეთიდან მთელი აქტივები წამოიღო, გაასხვისა, 2 მილიარდი დოლარი მიანდო დასავლეთს და ეს კაცი ატარებს რუსულ პოლიტიკას და არ უნდა დასავლეთში საქართველოს ინტეგრაცია. ასეთი აბსურდის გარჩევა გვიწევს საბოლოო ჯამში ჩვენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ასევე იხილეთ