რუსთავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრები განაახლა.

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს, რუსთავში გაიმართა.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.

მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე ასევე ესაუბრნენ კომისიის წევრები – დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და  ირაკლი შატაკიშვილი. მათ მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული  გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია დღესვე  მოსახლეობასთან შეხვედრას  თელავში გამართავს.

ასევე იხილეთ