ზაალ ანჯაფარიძე: საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის, მისი მხარდამჭერების და რესურსების კარგი რეკოგნოსცირება, ანუ ძალების დათვალიერება მოახერხა და ამ რესურსების გაფლანგვაშიც დაეხმარა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ოპოზიციის პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ექსპერტი განმარტავს, 2024 წლის ოქტომბრის კრიტიკული არჩევნების წინ, მმართველმა პარტიამ ოპოზიციის, მისი შიდა და გარე მხარდამჭერების და მათი რესურსები შეაფასა და ამ რესურსების გაფლანგვაშიც კი დაეხმარა ოპონენტებს.

„სამხედრო ტერმინი რომ გამოვიყენოთ, კრიტიკული საპარლამენტო არჩევნების წინ, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის, მისი  შიდა თუ გარე მხარდამჭერების და მათი რესურსების კარგი რეკოგნოსცირება – ანუ ძალების დათვალიერება მოახერხა. უფრო მეტიც, ამ რესურსების გაფლანგვაშიც დაეხმარა“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ