ვატო შაქარიშვილი უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეზე: „სათამაშო“ იარაღები გავიარეთ, ახლა რას იტყვით? უჩა სულ თამაშ-თამაშში, ევროპულად იწერდა სხვისი სექსუალური ცხოვრების მასალებს და მერე ევროპის სახელით აშანტაჟებდა?!
საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათი კოლექტიური სახე მეგის ქარდავაა.
შაქარიშვილის თქმით, აბაშიძე „ევროპულად იწერდა სხვისი სექსუალური ცხოვრების მასალებს და მერე ევროპის სახელით აშანტაჟებდა“.
„გინდათ, რომ ამ ავადმყოფებს ამოვატრიალებინოთ ქვეყანა?!
მეგის ქარდავა არსად წასულა! ხომ ვამბობდით, ამათი კოლექტიური სახე და სახელი მეგის ქარდავაა!
ქმარი ცოლს, ცოლი ქმარს ახმარინებდა და ამას ფარულად იწერდნენ ვიდეოზე!
„სათამაშო“ იარაღები გავიარეთ, ახლა რას იტყვით? უჩა სულ თამაშ-თამაშში, ევროპულად იწერდა სხვისი სექსუალური ცხოვრების მასალებს და მერე ევროპის სახელით აშანტაჟებდა?!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
შსს-ს ცნობით, უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიოჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას, ბინიდან ამოღებულია პორნოგრაფიული ხასიათის ვიზუალური მასალები.
ბლოგერი უჩა აბაშიძე, 9 მაისს იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.