მამა დიმიტრი ლომინაძე: დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს
ქაშვეთის ტაძრის პროტოდიაკონმა მამა დიმიტრი ლომინაძემ „დღის ქრონიკაში“ ტაძარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მე არ ვიცი რადიკალური ჯგუფი იყო [პირები, რომლებიც ეკლესიაში შეიჭრნენ] თუ არა, მაგრამ დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს. 2012 წლიდან ყოველდღე აქ ვარ და ტაძარს ვაღებ ყოველდღე. თუ რაიმე აქციაა, პრობლემატური მდგომარეობაა, რომ რაიმე არ მოხდეს. ამ მუქარის შემდეგ, გადაწყდა, რომ ტაძარი აღარ გაიღოს, უბრალოდ ეზო იყოს ღია. გადავწყვიტეთ, რომ დაიკეტოს კარი, როცა იკეტება ხოლმე. ჩვეულებრივ 20:00 საათზე იკეტება ტაძრის კარი. შიგნით ხატებია, დაცული რომ იყოს შენობა, ამიტომ ვკეტავთ“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.
ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.