ვოლოდიმირ ზელენსკი: მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ჯარისკაცებს და უკრაინის გამძლეობას იარაღის დროული მიწოდებით
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას მხოლოდ ის იარაღი ეხმარება, რომელსაც აწვდიან და არა ის, რომელსაც აანონსებენ.
“მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ჯარისკაცებს და უკრაინის გამძლეობას დროული მიწოდებით. ნამდვილად დროული. პაკეტი, რომელიც ნამდვილად გვეხმარება, არის უკრაინაში ჩამოტანილი იარაღი და არა მხოლოდ სიტყვიერად გაცხადებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს “და ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ კონკრეტული ძალით, კონკრეტული იარაღით“.