პეტერ ფიშერი: ჩვენ გვიყვარს საქართველო, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა და შეიძლება, ევროკავშირის წევრი გახდეს
“ევროკავშირი არის 27 სუვერენული სახელმწიფოს გაერთიანება, რომლის მთავარი პრინციპებია დემოკრატია და კანონის უზენაესობა”, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ გვიყვარს საქართველო, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა და შეიძლება, ევროკავშირის წევრი გახდეს. ამისთვის ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები და სწორედ ეს არის საკითხი, რაზეც დისკუსია გვაქვს საქართველოსთან“, – აღნიშნა ელჩმა.