დავით მათიკაშვილი: კანონპროექტის წინააღმდეგ წასვლა იმ მოტივით ხდება, რომ ქვეყანაში შემოსული თანხები არ იყოს გამჭვირვალე
“გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ წასვლა სწორედ იმ მოტივით ხდება, რომ ქვეყანაში შემოსული თანხები არ იყოს გამჭვირვალე და საზოგადოებამ არ გაიგოს საით მიემართება ეს შავი ფული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.
“ის, რომ კონკრეტული თანხები არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან იმისთვის, რომ მოქრთამონ კონკრეტული ახალგაზრდები და დანაშაულებრივ გარიგებაში შეიყვანონ, ეს თავიდან ბოლომდე ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ სულისკვეთებაში“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
შსს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ 16 აპრილის აქციაზე მელიას, ელისაშვილის, გვარამიას, ვაშაძისა და ჯაფარიძისგან პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 1200 ლარი მიიღო.