რატი იონათამიშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული აქციები სრულად არის მართული “ნაციონალური მოძრაობის” მიერ

“ეს (გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული) აქციები სრულად არის მართული “ნაციონალური მოძრაობის”  მიერ”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ეს (გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული) აქციები სრულად არის მართული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. ამ მოძრაობას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ფორმალური სახელი, მაგალითად „გირჩი“, „დროა“, გახარიები, „ახალი“ და ა.შ., მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენენ. ფარულ აუდიოჩანაწერებში თავად აღიარებენ, რომ არიან უსამშობლო ადამიანები, რომლებსაც მორალი არ გააჩნიათ. ეს ხალხი ნამდვილად არის აგენტურა, რომლის მიზანია, გეოგრაფიული რუკიდან წაშალონ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ასევე იხილეთ