top_leaderboard

ზურაბ ქადაგიძე: იხმაურეთ, იყვირეთ, ხარჯეთ ენერგია არჩევნებამდე და ბოლოს დემოკრატიულად, ხმათა უმრავლესობით, მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს ამ ქვეყნის ბედს

“აქამდე თუ ფანტომური ამომრჩეველი გყავდათ და ყელყელაობდით, უმრავლესობით მოვდივართ ხელისუფლებაშიო ახლა, ეგ ხუხულაც დაგენგრათ თავზე. თქვენ თვითონ გახადეთ ცხადი, ის რაოდენობა ვინც არჩევნებზე დაგიჭერთ მხარს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძე დღეს მიმდინარე აქციას ეხმიანება და აქციის ორგანიზატორებს მიმართავს, რომ დღეს აქციაში მონაწილეთა რაოდენობა არის ის, ვინც მათ უჭერს მხარს, რადგან სრული მობილიზაციით შეძლეს ამ რაოდენობის ადამიანების ქუჩაში გამოყვანა.

“აი, სად დაგოიმდით „არა რუსულ კანონს” საზოგადოება! დღევანდელი რაოდენობა არის ის სრული მობილიზაცია, რაც შეუძლია გაერთიანებულმა ოპოზიციამ, არასამთავრობო სექტორმა და მთელმა გლობალური ომის პარტიამ (თავისი კოლოსალური ფინანსებით) გამოიყვანოს არჩევნებზე. მეტი ლუსტრაცია და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა რაღა გინდათ. ხომ აიყოლიეთ სხვადასხვა საზოგადოებები და მოდად აქციეთ ფსევდოპროტესტი? აჰა, ეგა ხართ სულ. აქამდე თუ ფანტომური ამომრჩეველი გყავდათ და ყელყელაობდით, უმრავლესობით მოვდივართ ხელისუფლებაშიო ახლა, ეგ ხუხულაც დაგენგრათ თავზე. თქვენ თვითონ გახადეთ ცხადი, ის რაოდენობა ვინც არჩევნებზე დაგიჭერთ მხარს და ახლა იძახეთ გინდ ასი და გინდაც, ორასი ათასი ვართო. ამაზე მეტი რესურსი თქვენ არ გაქვთ და მაგიტომაც ხართ პოლიტიკური უმცირესობა. სხვა კი არაფერი წერია გამოკითხვებში, სადაც ერთიანად აღებულ ოპოზიციას 25-30 პროცენტამდე გაქვთ? ასე რომ, იხმაურეთ, იყვირეთ, ხარჯეთ ენერგია არჩევნებამდე და ბოლოს დემოკრატიულად, ხმათა უმრავლესობით, მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტს ამ ქვეყნის ბედს. 70 % რომ ძალიან ბევრია 30-ზე მაგდენი იცით, არა?!”, – წერს ქადაგიძე.

ასევე იხილეთ