მამუკა მდინარაძე პრემიერის და ტელეწამყვანების შეხვედრაზე: აყენეს შეურაცხყოფები რაც შეეძლოთ, მაგრამ შეურაცხყოფილი ვინ დარჩა ბოლოს, ნახეთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოკ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას ეხმიანება.
“ამხანაგო-ს რომ ეძახი შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რამდენად მდაბიო ხარ, რამდენად მდაბიო დავალებებს ასრულებ. ერთი სიტყვა მაინც გახსენდებათ გუშინდელი შეხვედრიდან, რომ უთხრეს პრემიერს, რატომ არის ეს კანონი ცუდი? – არ გაგახსენდებათ, რადგან არ უთქვამთ. ვერ იტყოდნენ. აყენეს შეურაცხყოფები რაც შეეძლოთ, მაგრამ შეურაცხყოფილი ვინ დარჩა ბოლოს, ნახეთ. რეებს აკეთებდნენ [ოპოზიციური არხების ჟურნალისტები] – წამოხტნენ, გავარდნენ, კიოდნენ, წიოდნენ, შეურაცხყოფას ცდილობდნენ“, – აღნიშნა მდინარაძემ.