მამუკა მდინარაძე: პოლიციელს სახეში აგური გაარტყეს, “იმედის” და POSTV-ის ჟურნალისტი დააბულინგეს, ამაზე ხმა არავის ამოუღია
“პირველი აგრესია პოლიციელის მიმართ, სახეში რომ აგური გაარტყეს კაცს, “იმედის” და POSTV-ის ჟურნალისტი რომ დააბულინგეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ხმა არავის ამოუღია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.
“როცა სხვაზე ძალადობ, მერე შენზე რომ იძალადებენ და ამ ძალადობაზე უამრავი ადამიანი ხმას აღიმაღლებს და მანამდე სხვა ძალადობაზე არავის არაფერი ახსოვდა, ხომ მშვიდობა გაქვთ? რა ლოგიკაა, რანაირი სტანდარტია?!
ძალადობაში ფულს იხდიან. საიდან აქვთ ეს ფული?! თავისი ხელფასიდან იხდიან?! რისი ფულის გადამხდელები არიან ესენი ვიღაცა დონორმა თუ არ მისცა. თითო მოძალადეს 1 000 და 1 200 ლარს საიდან აძლევენ?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და მოძალადეზე ძალადობაც დაუშვებელია.
შსს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ 16 აპრილის აქციაზე მელიას, ელისაშვილის, გვარამიას, ვაშაძისა და ჯაფარიძისგან პოლიციელის შეურაცხყოფისთვის 1200 ლარი მიიღო.