top_leaderboard

დავით ქართველიშვილი: მცოდნე ადამიანებმა მომაწოდეს აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ეს არის 17-18 ათასი ადამიანი

“როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star “მეფე ნარიმანი”, როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილი ამით გამოეხმაურა ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას და აღნიშნა, რომ აქციაზე დაახლოებით 17-18 ათასი მოქალაქე იმყოფება.
“სწორედ გამიგეთ – არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, რამდენი ადამიანი გამოვიდოდა დღეს “პირიქითა” აქციაზე. მთავარია არავინ გაციებულიყო კოკისპირული წვიმის ქვეშ. 
მიუხედავად ამისა, მცოდნეებმა მაინც მომაწოდეს რაოდენობა – 17-18 ათასი. როდესაც ევროპის მოედანზე გამოჩნდა special guest star “მეფე ნარიმანი”, როგორც საქართველოს ევროპული სვლის სულიერი ლიდერი, გამოაშკარავდა აქციონერთა ოდენობის უფრო დაკორექტირებული ვარიანტი…”, – წერს დავით ქართველიშვილი.
ასევე იხილეთ