მიხეილ სარჯველაძე: დისკუსია არის ის, რისიც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ

“დისკუსია არის ის, რისიც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად ეშინიათ. პრემიერი აცხადებს, რომ დისკუსიისთვის მზადაა და ამ დროს ვაშაძე აცხადებს, რომ დისკუსიაში შესვლა გამორიცხულიაო. ეს არის საკუთარი მომხრეების მასხრად აგდება, რომელსაც პოლიტიკოსი მსჯელობას უკრძალავს. პარადოქსია, როდესაც პოლიტიკოსი აცხადებდეს, რომ დისკუსიაში შესვლა არ უნდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

უდიდეს უმრავლესობას, რომელიც პროტესტს აცხადებს, არგუმენტების სერიოზული დეფიციტი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ეს კანონი პრობლემური. უცხოელი პარტნიორებისგანაც იგივე შეგონებებს ვისმენთ, მაშინ როდესაც ამ დრომდე რეალური არგუმენტი არ მოგისმენია. დღეს ჩვენ ვერ ვნახავთ ვერცერთ არგუმენტს, იდეას დასახელებულს, რომლის ირგვლივაც შეიძლება ან პროტესტი ცხადდებოდეს და დისკუსია იმართებოდეს“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ასევე იხილეთ